დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აიცრა. მან covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა რამდენიმე წუთის წინ საჯაროდ გაიკეთა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება იმისთვის რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.
“მე მინდა, რომ ჩემს ყველა კოლეგას, ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს მოვუწოდო, რომ იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ნორმაურ რიტმში ცხოვრების, აუცილებელია, რომ ქვეყანაში რაც შიძლება მეტი ადამიანი აიცრას. პირველ რიგში ეს ეხება რათქმაუნდა ჩემს კოლეგებს. აქედან გამომდინარე, ხედავთ რომ გავიკეთე ვაქცინა, არაფერი ამაში საშიში არ არის, აი ახლა ჩემი კოლეგა თამრიკო გიორგაძე იცრება და გახსოვთ ალბათ ის პირველი დარეგისტრირდა. გუშინდელი მონაცემებით რეგისტრირებულია 2000- მეტი ჩემი კოლეგა იყო რეგისტრირებული”, - განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ პაატა იმნაძესთან ერთად ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ.