გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ადასტურებს, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქციაზეა საუბარი.
როგორც შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მთავრობის პოლიტიკა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ არის მხარდაჭერილი.
კითხვაზე: აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან ხილი და ბოსტნეული რუსეთში გადის? მინისტრმა უპასუხა: „არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიცი თუმცა დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან - შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია - ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის“.
„ჩვენი პოლიტიკაა, რომ დღევანდელ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ვეცადოთ ავირიდოთ დიდი ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამ საკითხებთან მიმართებაში, არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი“, - განაცხადა შამუგიამ.