გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
„შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.
მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლის და რეკომენდაციების გაცემის შემდგომ.