ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა (НОВАТ-მა) ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეწყვიტა, - ამის შესახებ თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვლადიმერ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.