სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად გასული თვის განმავლობაში საქართველომ $491 მილიონის საქონელი გაიტანა ექსპორტზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი $61 მილიონით (14%-ით) არის გაზრდილი.
რაც შეეხება ჯამურად, წლის 11 თვის ექსპორტს, ის $5.03 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 31.8%-ით მეტია.
ექსპორტთან ერთად, გაზრდილია იმპორტიც და მან $1.24 მილიარდი შეადგინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის მოცულობა $215 მილიონით არის გაზრდილი.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის მომატებული, აღნიშნულის შესახებ სტატისტიკას საქსტატი 19 დეკემბერს გამოაქვეყნებს.