2024 წლის ნოემბერში, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასების მიხედვით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ით განისაზღვრა.
2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში.