ხვალ, პარლამენტში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. მინისტრებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ.
აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება საქართველოს 10 135 მოქალაქის მიერ პარლამენტში წარდგენილ პეტიციას „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“.