ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
წირვას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და ხელისუფლების სხვა წევრები.
საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.