გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას! - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.
როგორც თურნავამ აღნიშნა, მედია ცდილობს შექმნას განცდა, თითქოს რაღაც ხდება.
„იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, თქვენ ყოველთვის ცდილობთ განცდა შექმნათ, თითქოს რაღაც ხდება. არასწორია ეს! ზოგადად, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი იღებს და არა რომელიმე თქვენი რედაქტორი. აქედან გამომდინარე, გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას!“ - განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას შერიგებასთან დაკავშირებით, თურნავამ აღნიშნა, რომ „ზოგადად, შერიგება როგორც მცნება დადებითია, მაგრამ როგორ იქნება, რას დაეფუძნება, იქნება თუ არა შერიგება გულწრფელი ოპოზიციის მხრიდან, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ“.