საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგი სავარაუდოდ, გუშინ, სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რაც ოთარ ფარცხალაძეს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.
აღნიშნულ საკითხთათან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა. ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები ყველა ბანკში "გაიყინა". დრევანდელი ცვლილების თანახმად კი ყოფილ გენერალურ პროკურორს ქართულ ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.