აზერბაიჯანში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და სავაჭრო - ეკონომიკურ კავშირებზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინვესტიციები, ენერგეტიკა და სხვ.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობაზე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტებში, მათ შორის, როგორიცაა ბაქო - თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა და სხვ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე