საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მისი მოადგილე ილია შამუგია შეასრულებს.
რევაზ ჯაველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ასევე მთავრობის საპარლამენტო მდივანიც იყო. მანამდე 2018-2021 წლებში რევაზ ჯაველიძე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ზრდა“ პროექტის ახალგაზრდული პროგრამის ხელმძღვანელი იყო;