celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს მთავრობამ ახალი - "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შექმნა. საბჭო, სრულად მთავრობის შემადგენლობით არის დაკომპლექტებული და პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
 
ასევე, საბჭოს წევრები იქნებიან სებ-ის პრეზიდენტი, თბილისის მერი და ავტონომიური ერთეულების თავმჯდომარეები. 
 
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საბჭოს ამოცანას 2021 წლის 31 მაისამდე ახალი 10-წლიანი სტრატეგიის შექმნა წარმოადგენს.
 
"განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.
 
განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყების/დაწესებულების წარმომადგენლები; ასევე მიიწვიოს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
 
განვითარების და რეფორმების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია", - ნათქვამია დოკუმენტში. 
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ დააანონსა, როდესაც პრემიერ-მინისტრად წარადგინეს.
 
 
 
1419