სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც უწყება 23.3 მილიონ ლარად 9,000 ლეპტოპის შესყიდვას გეგმავს. შემდგომში კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს უნდა გადაეცეთ.
ტენდერის თანახმად, ერთი ლეპტოპის შესასყიდი სავარაუდო ფასი 2,585 ლარს შეადგენს.
შესასყიდი კომპიუტერების მინიმალური ტექნიკური პარამეტრები ასე გამოიყურება:
● ბირთვების რაოდენობა - არანაკლებ ორი;
● მაქსიმალური ტაქტური სიხშირე - არანაკლებ 3.4GHz;
● ოპერატიული მეხსიერება - 4 GB ან მეტი, DDR4 2400 MHz ან მეტი.
● მყარი დისკი - M.2 PCIe NVMe ტიპის, 256GB ან მეტი;
● ოპტიკური დისკების წამკითხავი მოწყობილობა - სასურველია;
● ეკრანი - 15.6”, LED, 1366x768 გარჩევადობა ან მეტი;
● გრაფიკული ადაპტერი - ინტეგრირებული;
● ინტერფეისები - "VGA ან HDMI სავალდებულოა, არანაკლებ 2 x USB 3.0 პორტი, 1x RJ-45, 1x კვების ბუდე;
● Card Reader - არაა სავალდებულო;
● ვებ კამერა - სავალდებულოა;
● კლავიატურა - მინიმუმ 100 კლავიშიანი;
● ოპერაციული სისტემა - "Preinstalled Windows 10 Professional 64 OEM"
ტენდერში წინადადებების მიღება 3 დეკემბერს სრულდება.