მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში გეორგაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ასევე ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა პროდუქტის გარკვეული გარდამავალი მარაგი.
„ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არის მაღალი ხარისხის კოორდინაცია კონკრეტულ ბიზნესაქტორებთან, იმპორტიორებთან, მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლთან, რადგან ეს პანიკური პროცესები მაქსიმალურად განეიტრალდეს. ასეთი კრიზისული ვითარების მართვის კარგი გამოცდილება გვაქვს სამწუხაროდ, პანდემიის გამო, მაგრამ ეს გამოცდილება დაგროვებულია სამინისტროებში. თითქმის ყველა სამინისტროს აქვს კრიზისის მართვის გამოცდილება. ძალიან მსგავსია ლოგისტიკური ჩავარდნები იმ ჩავარდნების, რომელიც პანდემიის პირობებში გვქონდა. ეს გამოცდილება არსებობს შესაბამისად, ჩვენ მალე დავძლევთ ამას. მოსახლეობამ პანდემიის დროს იხილა, რომ პანიკა აზარალებს მხოლოდ მათ, სინამდვილეში არ იქნებოდა დეფიციტი არც ერთ პროდუქტზე. საქართველოში გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გამომდინარე ბევრი სხვა ფაქტორიდან, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა პროდუქტის გარკვეული გარდამავალი მარაგი. ეს არის როგორც წესი, ორ თვემდე მარაგებიც კი, თითქმის ყველა ბიზნესოპერატორს აქვს. შესაბამისად, დღეს, როდესაც ვხედავთ დახლების დაცარიელებას, ეს არის მიწოდების ჯაჭვში ჩავარდნები, პანიკიდან გამომდინარე, როდესაც მებითუმე, მოვაჭრე, საცალო მოვაჭრე თუ იმპორტიორი, ვერ ასწრებს ამ პანიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტის მარაგი არის და მომავალ შემოდინებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს სამწუხაროდ, იწვევს სპეკულაციებს, მოსახლეობის დაზარალებას. მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ ამ შემთხვევაში მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
წყარო:პირველი არხი