საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მორიგ მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6 %-ით გაიზარდა. ამავე მონაცემების თანახმად, პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 14.4 %-ით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა.